პოლიტიკა

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი არ დაუჭირა

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ჰეტეროსექსუალი და ჰომოსექსუალი წყვილების უფლებების უმეტეს ნაწილში გათანაბრებას ითვალისწინებს, თუმცა მხარი არ დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინებაში უნდა ჰქონოდათ ისეთივე უფლებები, როგორიც აქვთ ქორწინებაში მყოფ ქალსა და მამაკაცს: საერთო ქონების ფლობა, ქვრივის უფლება პენსიის მიღებაზე, შვილებთან დაკავშირებით უფლებები და მოვალეობები და სხვ. კანონპროექტის მიღებით ჩეხეთში პრაქტიკულად აღარ იარსებებდა სამოქალაქო პარტნიორობა, რომელსაც 2006 წლიდან ერთნაირსქესიანი წყვილები აფორმებდნენ.

თუმცა კონსერვატორი დეპუტატების პროტესტის გამო, პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას, არამედ ხაზს უსვამს პარტნიორობის უკვე არსებულ მექანიზმს.

კანონპროექტის თანახმად, ერთნაირსქესიანთა წყვილებს შვილად აყვანის უფლება არ ექნებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი ბავშვის ბიოლოგიური მშობელია.

ახლა კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის ზედა პალატაში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც მას პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა უნდა მოაწეროს ხელი. აღსანიშნავია, რომ პეტრ პაველმა მანამდე მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,760,568 ნახვა