საზოგადოება

არასდროს დანებდეთ! – კახა კალაძე ახალგაზრდებს

თავდაუზოგავი შრომით, მუშაობით, პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით ყველაფერი მიღწევადი და შესაძლებელია, ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი – ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალგაზრდებს, რომლებსაც კარიერული წარმატების მიღწევა სურთ.

მან, „იმედი LIVE-ის“ ეთერით ახალ თაობას მოუწოდა, ყოველთვის მაქსიმალური გააკეთონ საკუთარი მიზნების მისაღწევად.

„უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ სამტრედიაში დაბადებულ ბიჭს მომეცა შესაძლებლობა, მეთამაშა ამხელა ისტორიის, ამხელა დონის კლუბში, როგორიც არის „მილანი“. ამ კლუბთან ერთად, თუ კი რაიმეს მოგება შეიძლება ინატროს ფეხბურთელმა, ყველაფერი მოვიგე: ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, სუპერთასი ორჯერ, იტალიის ჩემპიონი გავხდი, მოვიგეთ იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, ინტერკონტინენტალის თასი… მართლა უბედნიერესი ადამიანი ვარ და მინდა, პატარებს მივმართო, ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ვისაც უნდა, სპორტსმენი, ფეხბურთელი გამოვიდეს – არასდროს არ დანებდეთ, არასდროს არ გაჩერდეთ. თავდაუზოგავი შრომით, მუშაობით, პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით ყველაფერი მიღწევადია და ყველაფერი შესაძლებელია. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდეთ მიღწეული შედეგებით. საკუთარ თავს ყოველთვის მოსთხოვეთ მაქსიმუმი.

ჩვენ, ქართველებს, სამწუხაროდ, ხშირად გვახასიათებს სხვაზე გადაბრალება. რაღაც რომ არ გამოგვდის, ნებისმიერ სფეროში, მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვნახოთ ვინმე, ვისაც შეიძლება გადავაბრალოთ. არა, პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, თუ რა რას ვერ ვაკეთებთ, რატომ ვერ გავაკეთეთ ის, რაც გვინდოდა და მე დღესაც ასე ვარ – ყოველთვის ვცდილობ, პირველ რიგში საკუთარ თავში მოვნახო ის, რაც არ გამომივიდა, რაც ვერ გავაკეთე. პირველ რიგში, საკუთარ თავს ვთხოვ და ეს ყოველთვის მეხმარება. მინდა, ჩვენს პატარებს ვუთხრა, რომ ეს ყველაფერია ის, რაც მოგცემთ და მიგიყვანთ იმ შედეგამდე, რომელიც თქვენთვის, თქვენი მშობლებითვის მნიშვნელოვანია“, – მიმართა კალაძემ ახალგაზრდებს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,762,895 ნახვა