საგარეო პოლიტიკა

ზელენსკი: რუსული ბოროტება არ უნდა წახალისდეს სუსტი გადაწყვეტილებებით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა პარტნიორებს, არ მისცენ ამერიკას ან ევროპას უფლება, „წააგონ ირანულ შაჰედებთან ან რუს მებრძოლებთან“.

მისი თქმით, რუსული ბოროტება არ უნდა წახალისდეს.

„ეს ომი უიმედო უნდა გახდეს ზუსტად რუსეთისთვის, კონკრეტულად ტერორისტებისთვის. მათ მაქსიმალურად უნდა იგრძნონ, რომ არსებობს ძალა, რომელიც ანადგურებს მათ, ვისაც სურს, გაანადგუროს სიცოცხლე. ჩვენ შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა. თითოეულმა პარტნიორმა იცის, რა არის ამისთვის საჭირო. მთავარია პოლიტიკური ნება ყველაფრის განსახორციელებლად. თუ ეს არ მოხდა, ეს გახდება ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, თუ ამერიკა ან ევროპა დამარცხდება ირანულ შაჰედებთან ან რუს მებრძოლებთან.

რუსული ბოროტება არ უნდა წახალისდეს სუსტი გადაწყვეტილებებით, აღჭურვილობის მიწოდების დაგვიანებით ან გაურკვევლობით. ჩვენ ველოდებით მიწოდებას, რომელიც სასიცოცხლოდ საჭიროა, ველოდებით, კერძოდ, აშშ-ის გადაწყვეტილებას და ეს მხარდაჭერა ნამდვილად საჭიროა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,798 ნახვა