საგარეო პოლიტიკა

პესკოვი: რუსული დემოკრატია საუკეთესოა

რუსული დემოკრატია საუკეთესოა და ხელისუფლება მის შენებას გააგრძელებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა „მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მან, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის ღია რჩება ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც მზად არიან თანაბარუფლებიანი, ადამიანური და ორმხრივად ურთიერთობისთვის.

„ჩვენ აღარ მოვითმენთ ჩვენი დემოკრატიის კრიტიკას და ბრალდებებს, რომ ის არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ჩვენი დემოკრატია საუკეთესოა და ჩვენ გავაგრძელებთ მის მშენებლობას“, – აცხადებს პესკოვი. 

ცნობისთვის, 1-ელიდან 7 მარტამდე სოჭში მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი იმართება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,692 ნახვა