პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი აქტივისტი. ის ჩაეწერა იმ ადამიანთა რიგში, რომლებიც პატრიარქზე თავდასხმასაც არ ერიდებიან

პრეზიდენტი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი აქტივისტი. ის ჩაეწერა იმ ადამიანთა რიგში, რომლებიც არ ერიდებიან პატრიარქზე თავდასხმასაც, შესაბამისად, ჩვენ ქალბატონი სალომესგან აღარაფერი გვიკვირს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მან (პრეზიდენტმა) გაბედა ის, რაც გაბედა ამ ქვეყანაში სულ 5-6-მა ყველაზე თავზეხელაღებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა. მაგალითად ბერძენიშვილმა, რომელიც ყოველთვის ებრძვის სიწმინდეებს, ეკლესიასა და პატრიარქს. მათ რიგში ჩაეწერა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც, უდიდესი ალბათობით, დავალების შესაბამისად, საქართველოს პატრიარქზე იერიში მიიტანა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,769 ნახვა