პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გერმანია ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ერთიორად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძებნილი, კრიმინალი ადეიშვილი ბუნდესტაგში აღმოჩნდა

გერმანია ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ერთ-ერთი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის და ერთიორად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძებნილი, კრიმინალი ადეიშვილი, სააკაშვილის ინსტრუმენტი, რომელიც წამებაში, ბიზნესის რეკეტსა და მსგავს საკითხებში იყო ჩართული, გერმანიის ბუნდესტაგში აღმოჩნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვნახეთ კადრები, რომელიც ძალიან სამწუხაროა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი არის სიმბოლო მიხეილ სააკაშვილთან ერთად, იმ ყველა უბედურების, რაც 2012 წლამდე ამ ქვეყანაში ხდებოდა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მივცეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რათა ასეთი ფაქტები არ გახდეს ევროპის წინააღმდეგ გარკვეული ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბების საფუძველი ქართულ საზოგადოებაში“, – აღნიშნა მდინარაძემ.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული, ყოფილი გენერალური პროკურორი – ზურაბ ადეიშვილი 24 თებერვალს გერმანიაში, ბუნდესტაგში იმყოფებოდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,688 ნახვა