პოლიტიკა

მდინარაძე: „ნაცმოძრაობას“ თავისას არ გავატანინებთ

ხელისუფლება „ნაცმოძრაობას“ თავისას არ გაატანინებს, ინსტიტუციურად სწორია, რომ „ანტიკორუფციულო ბიუროს“ ხელმძღვანელი დანიშნოს პრემიერმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ნაცმოძრაობას“ ამ ინსტიტუტის ჩამოშლა სურს. 

„საქართველოს პარლამენტი არ არის აღმასრულებელი ორგანო. ამიტომ ინსტიტუციურად არის სწორი, რომ ანტიკორუფციულო ბიუროს ხელმძღვანელი დანიშნოს პრემიერმა და ასე ხდება ცივილიზებული სამყაროს ყველა ქვეყანაში.

ჩვენ ძალიან ხშირად გვთავაზობენ ისეთ რამეს, რაც არსად არ არის. ასეთი იყო ცესკოს შემთხვევაშიც და ასეთთან გვაქვს ახლაც საქმე. ისეთ რამეს გვთხოვენ, რაც არ არის არსად, ანუ ამის უკან რაღაც იმალება. ამის შემდეგ პარლამენტში უნდა მოითხოვონ ისეთი ხმების რაოდენობა, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ანუ „ნაცმოძრაობა“ ან საბოტაჟის რეჟიმში საერთოდ ჩამოშლის ამ ინსტიტუტს, მას არ ეყოლება ხელმძღვანელი, ან აიძულებს „თავისი ჭკუით, „ქართულ ოცნებას“, რომ საკუთარი კანდიდატი შეაჩეჩოს.

ეს არის მათი მიზანი და ამ მიზანს არ გავატანინებთ, პირდაპირ ვამბობ. ნორმებთან მიმართებაში სწორი როგორ არის ეს ერთი არგუმენტია, მეორე რომ ინსტიტუციურად ასეა სწორი, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ორგანო და მესამე, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისას არ გავატანინებთ“, – აცხადებს მდინარაძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში ცვლილებების განხილვა დაიწყო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,759,244 ნახვა