Uncategorized

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, შვეიცარიამ და ლიხტენშტაინმა დაგვიდასტურეს მტკიცე მხარდაჭერა. ისინი დაინტერესებული არიან საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, შვეიცარიამ და ლიხტენშტაინმა დაგვიდასტურეს მტკიცე მხარდაჭერა. ისინი დაინტერესებული არიან ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელმაც აღნიშნულ ქვეყნებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაფასა.

„შვეიცარიასა და ლიხტენშტაინს აქვთ საკმაო პოლიტიკური წონა, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ასპარეზზე. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ჩვენ ორივე ქვეყანამ დაგვიდასტურა მტკიცე მხარდაჭერა. ისინი დაინტერესებული არიან ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ასევე, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეს ვიზიტი იქნება პოზიტიური საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,692 ნახვა