უცხოური მედია

„ეფესბეს“ დირექტორმა პუტინს ტერაქტის 11 მონაწილის დაკავების შესახებ შეატყობინა, მათგან 4 ტერორისტია – რუსული მედია

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა (ეფესბეს) კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მოსკოვის ტერაქტში მონაწილე 11 ადამიანის დაკავების შესახებ შეატყობინა, მათ შორის 4 ტერორისტია, რომლებმაც ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს Crocus City Hall-ზე. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით იტყობინება. 

„ალექსანდრე ბორტნიკოვმა შეატყობინა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 11 ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის 4 ტერორისტია, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ტერორისტულ თავდასხმაში Crocus City Hall-ში“, – აცხადებენ პუტინის პრესსამსახურში. 

👉 ტერაქტი მოსკოვში – შეიარაღებულმა პირებმა „კროკუს სითი ჰოლში“ ცეცხლი გახსნეს {Live}

შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქში 22 მარტს საღამოს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა. 115 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება, აქედან 5 ბავშვია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,798 ნახვა