უცხოური მედია

პუტინი აცხადებს, რომ საზღვრის გადასაკვეთად, ტერორისტებს უკრაინაში „ფანჯარა“ მოუმზადეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით,  მოქალაქეებს მიმართა .სახელმწიფოს მოთაურმა მომხდარს სისხლიანი, ბარბაროსული აქტი უწოდა, რომლის მსხვერპლი ათობით მშვიდობიანი მოქალაქე გახდა. მან პირობა დადო, რომ ტერაქტთან დაკავშირებულ ყველა ადამიანს ელის გარდაუვალი, სამართლიანი სასჯელი.„ყველა შემსრულებელი, ორგანიზატორი და დამკვეთი სამართლიან სასჯელს მიიღებს. ვინც არ უნდა იყოს, ვისაც არ უნდა გამოეგზავნა. ვიმეორებ- დავადგენთ და დავსჯით ყველას, ვინც ტერორისტების უკან დგას, ვინც მოამზადა ეს სიბოროტე. ეს არის დარტყმა რუსეთზე, ჩვენს სამშობლოზე“,-განაცხადა პუტინმა.მან „კროკუსის“ ტერორისტები ნაცისტებს შეადარა.რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოთხივე შემსრულებელი ნაპოვნი და დაკავებულია. მისივე თქმით, ბოროტმოქმედები ცივსისხლიანად და მიზანმიმართულად მივიდენენ მოსაკლავად, ადამიანების დასახვრეტად. პუტინი აცხადებს, რომ სწორედ ასე, ოდესღაც მოქმედებდნენ ნაცისტები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებდნენ.„მათი ჩანაფიქრი იყო საჩვენებელი დასჯა, შიშის დანერგვის სისხლიანი აქცია“,-განაცხადა მან.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ტერორისტებს მკაცრი სასჯელი ელით, მათ „მომავალი არ აქვთ“.

„ტერორისტები უკრაინის საზღვრისკენ მიიწევდნენ მას შემდეგ, რაც სისხლისღვრა მოაწყეს. მათ იქ, წინასწარი მონაცემებით“, „ფანჯარა“ მოუმზადეს“,-განაცხადა პუტინმა.

„ეფესბეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ცნობით, ტერორისტები უკრაინაში შესვლას გეგმავდნენ და კავშირზე იყვნენ უკრაინის მხარეს მყოფ თანამზრახველებთან.

ტელეგრამ-არხების მონაცემებით, ბოროტმოქმედებს მონიშნული ჰქონდათ კვადრატი, სადაც შესაძლებელი იყო დამალვა და თანამზრახველებთან შეხვედრა. თუმცა, ვერ შეძლეს უკრაინის საზღვრამდე მისვლა, რადგან ბრიანსკის ოლქში შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,759,108 ნახვა