საზოგადოება

ათენში ვერ გაიგეს წააგეს თუ მოიგეს ისეთი ბედნიერი ყიჟინაა. გილოცავთ! – როგორ ხუმრობდნენ ქართველი გულშემატკივრები საქართველო-საბერძნეთის ისტორიული მატჩის შესახებ 🇬🇪⚽️🤣

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. სოციალურ ქსელში დაძაბული მატჩის შესახებ ბევრი სახალისო „პოსტი“ გამოქვეყნდა.

„ღმერთო, საწმისი აღარ გვადარდებს. ეს მოგვაგებინე და „ვრასხოდდებით“.

„ბერძნებმა გოლი არ გაიტანონ, თორემ მაგათი ბებიები გვყავს მძევლად.“

„ბებიათქვენისამ” ბერძნულად როგორ იქნება?“
„თქვენს ექსტრა ვირჯინს დავლევთ ბიჯოოო!“

„დორტმუნდის სტადიონთან ქართველ გადამყიდველებს ვხედავ“

ათენში ვერ გაიგეს წააგეს თუ მოიგეს ისეთი ბედნიერი ყიჟინაა. გილოცავთ!

„აიეტი და იაზონიც პენალტებამდე მივიდნენ, თუ ძირითადში წაიყვანა მედეა?“

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,611 ნახვა