საზოგადოება

წულუკიანი: დღეს საქართველოს ვხედავთ, როგორც წამებისგან თავისუფალ ქვეყანას, დაპატიმრებულ ადამიანს აღარ ეშინია იმის, რომ აწამებენ

ვიცე-პრემიერის, კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს დღეს წამებისგან თავისუფალი ქვეყანაა და დაკავებულ თუ დაპატიმრებულ ადამიანს აღარ ეშინია იმის, რომ აწამებენ, ან ღირსებას შეულახავენ.

„თუკი 2012 წელს რუსეთიც კი უსწრებდა საქართველოს, ვინაიდან საქართველოში წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა იყო სისტემის ნაწილი, პირველ რიგში საპატიმროებში და არა მხოლოდ იქ, დღეს უკვე საქართველოს ვხედავთ როგორც წამებისგან თავისუფალ ქვეყანას და ასეთი ქვეყნების რიგში.  

დღეს დაკავებულ თუ დაპატიმრებულ ადამიანს აღარ ეშინია იმის, რომ აწამებენ, ან ღირსებას შეულახავენ. უფრო მეტიც, საპატიმროს მიღმაც ჩვენ არაერთი რეფორმა განვახორციელეთ იმისათვის, რომ ყველა დაცული იყოს ამგვარი მოპყრობისგან“, – აცხადებს თეა წულუკიანი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,682 ნახვა