Uncategorized

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გოლი გაიტანა

თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გოლი გაიტანა. ლიგა 1-ის 31-ე ტურში „სენტ ეტიენი“ სტუმრად „სტრასბურგთან“ 1:3 დამარცხდა.

დამარცხებული გუნდის შემადგენლობაში კი ერთადერთი და საკმაოდ ეფექტური გოლი ზურიკოს ანგარიშზეა. დავითაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატში 8 გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „სენტ ეტიენი“ კი 27 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოს წინა ადგილზეა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა