პოლიტიკა

პირველი ბზარი “ნაცმოძრაობის” ერთობაში – თამარ ჩერგოლეიშვილი პეტრე ცისკარიშვილს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, ცისკარიშვილი კი მას “ხისთავიან, უვიც არარაობას” უწოდებს

შეთანხმებას არღვევ პეტრე! რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა! – წერს “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, “ნაცმოძრაობის” ლიდერ პეტრე ცისკარიშვილს, რამაც მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია, ხოლო, “ნაცმოძრაობის” ერთობაში პირველი ბზარი გააჩინა.

ჩერგოლეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ ამ კომენტარს, ცისკარიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: “მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა”, ამასთანავე, მან ჩერგოლეიშვილს “უზრდელი, ვირიშვილი და ხისთავიანი” უწოდა.

თავის მხრივ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ცისკარიშვილს უპასუხა, რომ ის და მისი თანაპარტიელები “ზეხირი, გადამდგები, არარაობები არიან”.

“ტოლი კი არა, ზეხირი, გადამდგები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში. დანარჩენს ალიანსში თქვენს წარმომადგენლებთან გავარკვევთ. შენ არაფერ შუაში ხარ.” – წერს “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, რამაც, ცისკარიშვილის გაღიზიანება გამოიწვია და ჩერგოლეიშვილი დაადანაშაულა სოციოლოგიისა და არჩევნების “მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში” ცოდნაში.

“შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე შე ხისთავიანო? აი, ზუსტად მაგ “თბილისის მუხეთე ადგილზე” ბჭობით აჩვენებ, რა უვიციც ხარ პოლიტიკაში. და რა მოკლევადიან, მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები, შე უვიცო არარაობა” – წერს პეტრე ცისკარიშვილი ჩერგოლეიშვილის მისამართით.

“აუ რა სილამაზეა. ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი რატომ ხართ ლუზერები. და შენ მოწყალების ფარდას ჩამოგაფარებ. რაც უფრო ფარჩაკდება ადამიანი, მით მეტად ბრუტალურად ყოყლოჩინობს – ადამიანის ბუნებაა ასეთი. მაგ სიმართლით ხომ დადის შენი პარტია, რომ მე უვიცი ვარ ძვირფასო? გამეშვი ეხა, შენ მიერ შეთანხმების დარღვევას ვარჩევთ ალიანსში – არ მცალია. უხერხულ მდგომარეობაში ჩაყარე თანაპარტიელები.” – პასუხობს მას თამარ ჩერგოლეიშვილი.

“ნაცმოძრაობის” ერთობის ორ ლიდერს შორის დაპირისპირება გამოიწვია გაერთიანებაში შემავალი “თავისუფლების მოედნის” წევრების პოზიციამ, რომლებიც აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმთან არ თანამშრომლობდნენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.