Uncategorized

ნანა საჯაია-რუსული მედიის ცნობით სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო შესაძლოა 9 მაისს, მოსკოვში, „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს

Fox News-ის ყოფილი რედაქტორი ნანა საჯაია X-ზე რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შესაძლოა 9 მაისს მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალურ რესურსებზე შეთანხმებას ხელი მოეწერა.

“აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალურ რესურსებზე შეთანხმების ხელმოწერიდან მომდევნო დღეს, რუსული მედია იუწყება, რომ სახელმწიფო მდივანი, რუბიო შესაძლოა 9 მაისს მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს”-წერს ნანა საჯაია. ცნობისთვის, 30 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა