დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ფიფაში რუსეთის დაბრუნებამ შესაძლოა, უკრაინაში კონფლიქტის შეჩერებას შეუწყოს ხელი.
აშშ-ს პრეზიდენტმა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებში რუსეთის ნაკრების დაბრუნებას „კარგი სტიმული “ უწოდა. მისი თქმით, ამან შესაძლოა, უკრაინაში საომარი მოქმედებები შეაჩეროს. ამის შესახებ ტრამა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი ჯგუფის პირველ სამუშაო სხდომაზე განაცხადა. ჩემპიონატები კანადასა და აშშ-ში გაიმართება.
ამასთან, ტრამპმა აღიარა, რომ არ იცოდა, რუსეთი რომ დისკვალიფიცირებული იყო 2022 წლის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემდეგ.
„ეს სიმართლეა?“- კითხა მან ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტურნირებზე რუსეთის დაბრუნების გადაწყვეტილება ფიფას კომპეტენციაა. მისივე თქმით, ამ საკითხში „ბოსი“ არის ინფანტინო.