პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან – ეს არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება, როდესაც ქვეყნის პირველი პირი მზად არის საჯარო დისკუსიისთვის ნებისმიერ თემაზე და ნებისმიერ ოპონენტთან

დღეს, ქართულ თანამედროვე პოლიტიკაში აშკარად იკვეთება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან, მათ შორის იმ პოლიტიკოსებთანაც, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება საერთოდ არ იცნობს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, წერს სოციალურ ქსელში.

მეტრეველის განცხადებით, პრემიერის ქმედება „არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება“ და ზოგიერთი ევროპელი ლიდერისგან განსხვავებით, რომლებიც დებატების მსგავს ფორმატს გაურბიან ირაკლი კობახიძის ღიაობა კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის მის მზაობას არგუმენტირებული დიალოგისთვის.

„დღეს, ქართულ თანამედროვე პოლიტიკაში აშკარად იკვეთება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან, მათ შორის იმ პოლიტიკოსებთანაც, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება საერთოდ არ იცნობს. პრემიერის ეს ნაბიჯი მხოლოდ პიარული ჟესტი არ არის. ეს არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება. როდესაც ქვეყნის პირველი პირი მზად არის საჯარო დისკუსიისთვის ნებისმიერ თემაზე და ნებისმიერ ოპონენტთან, ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ გაურბის კითხვებს, კრიტიკას და პასუხისმგებლობას. სამწუხაროდ, რეალობა ისიც არის, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ე.წ. დემოკრატიული ლიდერები მსგავს ფორმატში დებატებს ხშირად არ თანხმდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპონენტები ან ჟურნალისტები მათთვის არაპოპულარულ კითხვებს სვამენ. ამ ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ასეთი ღიაობა კიდევ უფრო გამოკვეთილად აჩვენებს პოლიტიკურ თავდაჯერებულობას და მზადყოფნას არგუმენტირებული დიალოგისთვის“,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.