Uncategorized

დავით მათიკაშვილი: რაც ნაკლები რადიკალი იქნება თვითმმართველობის ორგანოებში და ზოგადად, პოლიტიკაში, ეს უკეთესია ქართული დემოკრატიის მშენებლობისთვის, რადგან ეს ავტომატურად ჯანსაღი ძალების გააქტიურებას გამოიწვევს

რაც ნაკლები რადიკალი იქნება თვითმმართველობის ორგანოებში და ზოგადად, პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ეს უკეთესია ქართული დემოკრატიის მშენებლობისთვის, რადგან ეს ავტომატურად, ჯანსაღი ძალების, ჯანსაღი ოპოზიციური მიმართულებების გააქტიურებას გამოიწვევს, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე საუბრისას.

მან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის თემაზე ისაუბრა. მათიკაშვილის თქმით, რადიკალ პარტიებს ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, რომ პოლიტიკური პროცესისგან მთლიანად ჩამოშორება მათი „პოლიტიკურ სანაგვეზე გადასროლას ტემპს კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს“.

„იმ შეთქმულებამ საქართველოს წინააღმდეგ, რომ „აი, ბოიკოტს გამოვუცხადებთ პარლამენტს, არ შევალთ პარლამენტში, იქნება ახალი არჩევნები, ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოცხადდება“ და ასე შემდეგ, საზოგადოებამ და მთელმა მსოფლიომაც ძალიან კარგად დაინახა, რომ ამ ყველაფერმა ელემენტარულად, ვერ იმუშავა. ეს თავისი მზაკვრული გეგმები ვერ განახორციელეს. ამიტომ, დღეს დგანან არჩევანის წინაშე. საბოლოო ჯამში, დაელოდებიან, რა დავალებას მიიღებენ დავალების მიმცემებისგან, თუმცა, ნაწილი პირდაპირ აცხადებს, რომ იღებს მონაწილეობას. მაგალითად, გახარიას საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს.

დადიან, თავიანთ მცირერიცხოვან მხარდამჭერებს ატყუებენ. ფაქტი ერთია, მიიღებენ, თუ არ მიიღებენ მონაწილეობას რადიკალები [არჩევნებში], 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და ეს რადიკალიზმისთვის კიდევ ერთი განაჩენი იქნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა