Uncategorized

სტივ უიტკოფი: შეერთებული შტატების პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი პუტინთან გადაჭრის გარკვეულ გაუგებრობებს და მიგვიყვანს იქ, სადაც უნდა მივიდეთ. ვფიქრობ, ძალიან წარმატებული საუბარი იქნება

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი ომის დასრულებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა. ტელეკომპანია ABC-ს ტოკ-შოუში უიტკოფმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპთან საუბრის შემდეგ, რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას შეძლებენ

„შეერთებული შტატების პრეზიდენტის საუბარი პუტინთან გადაჭრის გარკვეულ გაუგებრობებს და მიგვიყვანს იქ, სადაც უნდა მივიდეთ. ვფიქრობ, ძალიან წარმატებული საუბარი იქნება. პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ არის განწყობილი ამ საკითხში რაიმეს მისაღწევად და თუ მას არ შეუძლია ამის გაკეთება, მაშინ ვერავინ შეძლებს. შეერთებული შტატების მიზანია, შეამციროს უფსკრული მხარეებს შორის. გარკვეულწილად თითოეული მხარე იცავს თავის პოზიციას და ვფიქრობ, რომ ორშაბათი იქნება მნიშვნელოვანი დღე იმის გასარკვევად, თუ სად ვიმყოფებით და როგორ დავასრულებთ ამ მოლაპარაკებებს“​​​​​​​​​, – განაცხადა უიტკოფმა.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს უნდა გაიმართოს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა