Uncategorized

პაატა სალია: 26 მაისი გახდა სიმბოლო ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, რომელსაც დღესაც განმტკიცება სჭირდება. რთულია მოპოვება თავისუფლების, მაგრამ უფრო რთულია მისი შენარჩუნება. ბევრი გამოწვევის წინაშე დგას დღეს საქართველო

26 მაისი გახდა სიმბოლო ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, რომელსაც დღესაც განმტკიცება სჭირდება. რთულია მოპოვება თავისუფლების, მაგრამ უფრო რთულია მისი შენარჩუნება. ბევრი გამოწვევის წინაშე დგას დღეს საქართველო, – განუცხადა „ქრონიკას“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

„გილოცავთ. ვულოცავ „იმედის“ მაყურებელს, ვულოცავ მთელს საქართველოს. 26 მაისი არის სიმბოლო ჩვენი დამოუკიდებლობის. ეს არის თარიღი, რომელიც როდესაც მთელი ბნელი პერიოდის განმავლობაში, როდესაც საბჭოთა კავშირში იყო საქართველო, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო იყო. ზოგადად, 26 მაისი გახდა სიმბოლო ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, რომელსაც დღესაც განმტკიცება სჭირდება. რთულია მოპოვება თავისუფლების, მაგრამ უფრო რთულია მისი შენარჩუნება. ბევრი გამოწვევის წინაშე დგას დღეს საქართველო მაშინ, როდესაც მისი სუვერენიტეტი ისეა გაძლიერებული, როგორც არასდროს. გვაქვს არაერთი შემოტევა სხვადასხვა მხრიდან. მიუხედავად ამისა, ღრმად მჯერა და ამის ყველა ნიშანი არსებობს, რომ ყველა სირთულეს დავძლევთ და საქართველო აუცილებლად იქნება ძლიერი, ერთიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – აღნიშნა სალიამ.

მინისტრის თქმით, საზეიმო ღონისძიებაზე სამინისტრო გორშია წარმოდგენილი.

„გორში გასართობი მოედანია მოწყობილი ბავშვებისთვის. დღეს იქნება კონცერტი, სადაც მოისმენენ საყვარელ სიმღერებს. არაერთი მომღერალია ჩასული. რაც გორისთვისაა დამახასიათებელი, იქნება საჭიდაო ტატამი გაშლილი და ჭიდაობის მასტერკლასი ჩატარდება. მოქალაქეებს შეეძლებათ სიმბოლურად პასპორტები დაბეჭდონ. სასიამოვნო, კარგი დღე გვექნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა