Uncategorized

პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული. ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული.

„დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. გაქვთ საფუძველი იამაყოთ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეთ და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ.

ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი ყოველთვის საქართველოს გვერდში ედგა. ჩვენ ვუწევდით სასიცოცხლო დახმარებას, მხარს ვუჭერდით დემოკრატიულ რეფორმებს, ვხსნიდით წვდომას ევროპულ ბაზრებზე და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას ვაძლევდით.

ამავდროულად, ეს დღე მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასოდეს უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად.

ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული – სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! წინ საქართველო, წინ!“, – აღნიშნულია ელჩის მიმართვაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა