Uncategorized

„ბაჩიაშვილი აბუ-დაბის სასტუმროში ადვოკატს უნდა შეხვედროდა, როცა ის დააკავეს“ – The Guardian

გამოცემა The Guardian გიორგი ბაჩიაშვილის მეგობრებზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებამდე ბაჩიაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, სასტუმრო Jumeirah Beach-ში, მის ადვოკატთან შესახვედრად გაემგზავრა.

თუმცა, გამოცემის წყაროების მიხედვით, ადვოკატთან შეხვედრის ნაცვლად, ბაჩიაშვილი ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 8 წევრმა სასტუმროს მისაღებში დააკავა, რის შემდეგაც იგი დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ქართულ მხარეს თვითმფრინავის მეშვეობით გადასცეს.

გამოცემა წერს, რომ ბაჩიაშვილს ოჯახთან დარეკვის შესაძლებლობაც მისცეს, რათა მათთვის მისი დაკავების შესახებ ემცნობინებინა.

27 მაისს გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

“2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.” – წერდა სუს-ი.

მოგვიანებით, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის.

მან ასევე ისაუბრა საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიაზე, რომ ოცნებამ გიორგი ბაჩიაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე, გიორგი პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში გაუცვალა. კობახიძის თქმით, ეს “მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსიაა”.

“ეს არის მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსია და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება. თუმცა, ჩვენ ვიცით ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და მათ არანაირი ზღვარი არ აქვთ, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს. რაც შეეხება პოლოლიკაშვილს, მე განვმარტე რა იყო მისი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი. მიზეზი იყო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს”. – თქვა კობახიძემ.

თავის მხრივ, გიორგი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ის საქართველოში იძულებითი დაბრუნების შემდეგ წამების დაუყოვნებლივი საფრთხის წინაშე დგას.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის “სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები” გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ბაჩიაშვილი: [წასასვლელად] სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც გამოვიყენე
ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადდა. 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა