Uncategorized

კელოგის თქმით, აშშ მზად არის განიხილოს რუსეთთან უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ნატოში არმიღების პირობა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, ამერიკული მხარე მზად არის რუსეთთან უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ნატოში არშესვლის საკითხი განიხილოს.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთს საკუთარ საზღვრებთან ნატოს გაფართოების საკითხი აშფოთებს.

„ეს საკმაოდ დასაბუთებული შეშფოთებაა. ამ საკითხს რუსეთი ყოველთვის წამოჭრის. ისინი საუბრობენ არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც. ჩვენ მათ ვეუბნებით; „კეთილი, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ნატოს გაფართოების საკითხი თქვენს საზღვრებამდე. ეს უსაფრთხოების სფეროში მათ ინტერესს წარმოადგენს“, – თქვა კელოგმა.

ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის გაწევრიანება ნატოში დღის წესრიგში არ დგას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა