ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში არეულობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ლე ფიგარო“ ავრცელებს. პსჟ-ისა და მილანის „ინტერს“ შორის მატჩი მიუნხენში გაიმართა, თუმცა ფინალს პარიზში, პსჟ-ის სტადიონზე, „პარკ დე პრენსზე“, დიდ ეკრანზე დაახლოებით 48 000 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.
დილის მონაცემებით, ღამის განმავლობაში ვანდალიზმის ბრალდებით, სულ მცირე, 427 ადამიანი დააკავეს.
ფრანგმა სამართალდამცველებმა შანზ-ელიზეზე მდებარე სპორტული ფეხსაცმლის მაღაზია Foot Locker-თან გულშემატკივრების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
არეულობა საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც დაფიქსირდა. გრენობლში მანქანა გულშემატკივრებში შევარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. მძღოლი პოლიციას ჩაბარდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილების შესახებაც. დამნაშავეებს ჯერ კიდევ ეძებენ.