პოლიტიკა

გია აბაშიძე: “ნაცენჯეოშნიკური” ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს “უკუგვაგდო” აშშ-მა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ირანის ახლადარჩეული უმაღლესი ლიდერისთვის მილოცვისას იხელმძღვანელა ჩვენი ეროვნული ინტერესებით ამ ურთულეს ჟამს და ამ ზემგრძნობიარე რეგიონში თანამეზობლობით, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში. აბაშიძის შეფასებით, “პრეტენზიულ ბნელებს”, რომლებსაც არც დიპლომატია ესმით და მით უმეტეს, არც მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, ურჩევნიათ “ისპანახისა” და “აი თოლიას” საკითხები გაარჩიონ.

„ იმ პრეტენზიულ ბნელებს, რომლებსაც არათუ დიპლომატია ესმით, არც მით უმეტეს, მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, ურჩევნიათ “ისპანახისა” და “აი თოლიას” საკითხები გაარჩიონ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ირანის ახლადარჩეული უმაღლესი ლიდერისთვის მილოცვისას იხელმძღვანელა ჩვენი ეროვნული ინტერესებით ამ ურთულეს ჟამს და ამ ზემგრძნობიარე რეგიონში თანამეზობლობით. რასაკვირველია, პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ირანელ ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორობას და ირანელებს უსურვა მშვიდობა და კეთილდღეობა. მხოლოდ ნაცსექტანტური ნარატივებით დატუმბული უსამშობლოები ვერც კი გაბედავენ მათი ვიწრო აზროვნებითაც კი ვითომ დაამუნათონ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, რომლებმაც მანამდე მიულოცეს ირანის ახალ აიათოლას. “ნაცენჯეოშნიკური” ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს “უკუგვაგდო” აშშ-მა.“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.