უცხოური მედია

„იდიოტები“: ზელენსკი უარს ამბობს რუსეთის წინადადებაზე- შეწყდეს ცეცხლი 3 დღით

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთის წარმომადგენლებს იდიოტები უწოდა და უარყო მათი წინადადება, გარკვეულ ადგილებში  ცეცხლის 2-3 დღით შეწყვეტაზე გარდაცვლილთა ცხედრების გასატანად. მან დასძინა, რომ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაცია თავხედურად იქცეოდა, თუმცა შედარებით მშვიდად, ვიდრე წინა შეხვედრაზე.

ზელენსკიმ მხარი დაუჭირა ერდოღანის წინადადებას რუსეთის, აშშ-ს, თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის თაობაზე.

​„მაგრამ მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ ამ შეხვედრის შედეგად ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება“,-განაცხადა ზელენსკიმ.

კრემლის წარმომადგენელმა ვლადიმერ მედინსკიმ დაადასტურა, რომ მათ მართლაც შესთავაზეს ცეცხლის შეწყვეტა 3 დღით. ასევე, მან განცხადება გააკეთა ყველაზე მასშტაბურ გაცვლაზე. – ყველა მძიმედ დაჭრილი და მძიმე ავადმყოფი გაიცვლება პრინციპით „ყველა ყველაზე“. ამავე ფორმულით გაცვლიან ახალგაზრდა ჯარისკაცებს 25 წლამდე. საუბარია, ორივე მხრიდან 1000-1000 ადამიანზე. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა