სამართალი

ვახო სანაია: ისე დასრულდება ჩემი ცხოვრება, მაგ ჯარიმას არასდროს ვაღიარებ. ფეხებზე მკიდია! რო­გორ ამო­ი­ღებთ, თქვე­ნი ნე­ბაა

პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის შე­უ­რა­ცხყო­ფის საქ­მე­ზე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლaს“ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვა­ნი ვახო სა­ნა­ია მო­სა­მარ­თლემ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო და 4000 – ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ა­კის­რა.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს თა­ვად ვახო სა­ნა­ია არ დას­წრე­ბია. რო­გორც სა­ნა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, 4000 ლა­რით ის “ფე­ის­ბუქ პოს­ტის” გამო და­ა­ჯა­რი­მეს.

“ისე დას­რულ­დე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბა, მაგ ჯა­რი­მას არას­დროს ვა­ღი­ა­რებ. ფე­ხებ­ზე მკი­დია. მი­ლი­ო­ნიც რომ მქონ­დეს, ჩემი ნე­ბით ერთ თეთ­რსაც არა­სო­დეს გად­მო­გი­რი­ცხავთ. თქვენ რო­გორ ამო­ი­ღებთ, თქვე­ნი ნე­ბაა. ასე რომ, შე­გიძ­ლი­ათ, მი­ა­წე­როთ რამ­დე­ნი ნუ­ლიც გინ­დათ. ჩემი ან­გა­რი­შიც ფე­ხებ­ზე მკი­დია. და სა­ერ­თო­დაც, რაც გინ­დათ, ის გიქ­ნი­ათ“, – ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჟურ­ნა­ლის­ტი და­ჯა­რი­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

6 ივ­ნისს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა ირაკ­ლი კირ­ცხა­ლი­ამ თქვა, რომ პარ­ტია უჩივ­ლებ­და ყვე­ლას, ვინც “ლან­ძღავს“, “შე­უ­რა­ცხყოფს“, “ემუქ­რე­ბა“ და “აბუ­ლინ­გებს“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა