განცხადება · 121 ნახვა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფასო აქციის კრიტიკოსებზე
„მიმკედლებელი არ უნდა ლანძღავდეს კოლეგა მიმკედლებელს, თუ მას ნამდვილად უყვარს ძაღლი და არ იბრძვის გავლენის მოსაპოვებლად. რა შუაშია პოლიტიკა და ძაღლი“
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების მიმკდელებლებისთვის პრეპარატ “სიმპარიკას” უსასყიდლოდ გადაცემის აქციის მოწინააღმდეგეთა პოზიციას ეხმაურება.
„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 24 მარტიდან, მიმკედლებლებს უსასყიდლოდ გადასცემს ანტიპარაზიტულ პრეპარატ “სიმპარიკას,” რომელიც გამოიყენება 8 კვირის ასაკის ზემოთ ლეკვებისთვის და ძაღლებისთვის.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ეს პრეპარატი სააგენტოს კერძო კომპანია “მეგავეტმა” უსასყიდლოდ გადასცა.
სააგენტოს მხრიდან პრეპარატი გაიცემა სარეგისტრაციო ბაზაში დაფიქსირებულ მიმკედლებლებზე.
შეხედავ – კეთილშობილი აქტია. სააგენტომ პრეპარატი მიიღო უსასყიდლოდ და ასევე უფასოდ გასცემს მიმკედლებლებზე, რათა მათ პარაზიტებზე დაამუშაონ მიკედლებული ცხოველები.
გეკითხებით. შეიძლება, აქ, ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს, მით უმეტეს, ცხოველთამოყვარულს? არა, რადგან ეს ცხოველთა კეთილდღეობას ეხება.
ამ დროს, ერთი პატივცემული “ცხოველთამოყვარული” ასეთ პოსტს აქვეყნებს:
“კარტოფილზე და ხახვზე გაყიდულებს დაემატნენ სიმპარიკაზე გაყიდულები…”
ძაღლმა არ იცის, სად მუშაობს და რა პოლიტიკური შეხედულება აქვს მის პატრონს.
ძაღლის მიმკედლებლის ინტერესში უნდა იყოს მის მზრუნველობაში მყოფი ცხოველის ჯანმრთელობის დაცვა.
ძაღლის მიმკედლებელი, მორალურად არ უნდა აუფასურებდეს იმ დაწესებულების წამოწყებულ ჰუმანურ აქციას, სადაც მის ძაღლს უფასოდ ცრიან ცოფზე და სტერილიზაცია – კასტრაციის ოპერაციას უკეთებენ.
მიმკედლებელი არ უნდა ლანძღავდეს კოლეგა მიმკედლებელს, თუ მას ნამდვილად უყვარს ძაღლი და არ იბრძვის სფეროში გავლენის მოსაპოვებლად.
რა შუაშია პოლიტიკა და ძაღლი. დავიჯერო, ამ მიმკედლებლის ძაღლი რომელიმე პარტიის წევრი, ან მხარდამჭერია?
ძაღლი არა, მაგრამ ამ მიმკედლებლის პოლიტიკური დიაგნოზი სახეზეა.
მარტივად მიხვდებით, რატომ ჩავსვი ტექსტში ეს ცხოველთამოყვარული ბრჭყალებში.
უმადურობა უცხოური სიტყვაა და ქართულად “მერე რა რომ ძაღლისთვის გინდა, რატომ გამოართვი სიმპარიკა სააგენტოს” ნიშნავს”, – აცხადებს ლაშა გეგეჭკორი.
ლაშა გეგეჭკორი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“
- ლაშა გეგეჭკორი„„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – ეს ნიშნავს, საქართველო მშვიდობის, ქვემოქმედებისა და განვითარების გარეშე“
- ლაშა გეგეჭკორი„ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ, რა უნდათ ვერ გავიგე. ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? – “ქართულმა ოცნებამ.” წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია, წერეთ და იკითხეთ“
- ლაშა გეგეჭკორი„“თიბისი ბანკი” 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ჩვენგან ითხოვდა 12 000 ლარს, 2018 წელს დადასტურდა რომ ჩვენი სესხი განულდა – მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდ “ქართუს” და კომკავშირული სალამი მამუკა ხაზარაძეს“
