Uncategorized

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებამდე ის და ტრამპი ისრაელის თავდაცვისა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან სრულ კოორდინაციაში იყვნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებამდე ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის თავდაცვის ძალებთან და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან სრულ კოორდინაციაში იყვნენ. მისივე თქმით, ირანის ობიექტების დაბომბვის შემდეგ დონალდ ტრამპი მას ტელეფონით ესაუბრა.

„ეს იყო ძალიან თბილი და ემოციური საუბარი. მან მომილოცა, შეაქო ჩვენი სამხედროები და ისრაელის ხალხისადმი აღტაცება გამოთქვა. საპასუხოდ, მე მადლობა გადავუხადე მას, ამერიკელ მფრინავებს და ამერიკელ ხალხს“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

პრემიერის განცხადებით, ისრაელის მიერ დაწყებული ოპერაციის შედეგად მიღწეულია უპრეცედენტო შედეგები ისრაელის ისტორიაში.

„შეგიძლიათ, გაიხსენოთ, ამ კამპანიის დასაწყისიდანვე მე დაგპირდით, რომ ირანის ბირთვული ობიექტები განადგურდებოდა. დაპირება შესრულებულია“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

მისივე განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს უქმნიდა ისრაელის არსებობას და მთელი მსოფლიოს მშვიდობას.

„პრეზიდენტი ტრამპი თამამად უძღვება თავისუფალ მსოფლიოს. ის არის ისრაელის დიდი მეგობარი, რომლის მსგავსი არ არსებობს. ჩემი, ისრაელის მოქალაქეებისა და მთელი ებრაელი ხალხის სახელით, მთელი გულით ვუხდი მადლობას. ჩვენ ერთად ვდგავართ და ერთად ვიბრძვით. ღმერთის დახმარებით, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

აშშ-მა გამთენიისას ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა