Uncategorized

დავით ბაქრაძე: პროგრესს ვაჩვენებდით, როგორც ფაქტს და იქიდან გვხვდებოდა განსხვავებული აღქმები – FARA-ს კანონის წყალობით, ნებისმიერს შეუძლია ნახოს, რამდენად ართულებდა ის, რასაც „ნაცმოძრაობა“ აკეთებდა ლობიზმის საშუალებით

წლიდან წლამდე სხვადასხვა საშუალებებით, განსაკუთრებით, ლობისტური საქმიანობებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიჰქონდათ რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ჩვენ ამასთან დაპირისპირება გვიწევდა. ყველაზე ხშირად რასთანაც მიწევდა შეხება, იყო აღქმები, – განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებდა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიები, პირდაპირ ემსახურებოდნენ საქართველოს შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას, ამის გაცნობა კი FARA-ს კანონის წყალობით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

„ერთი მხრივ, მიგვქონდა ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი საერთაშორისო კვლევებით საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ტრაექტორიის, საკუთრების უფლების, ზოგადად ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების სისტემის და ა.შ. პროგრესს ვაჩვენებდით, როგორც ფაქტს და მეორე მხრივ, იქიდან გვხვდებოდა აღქმები, რომლებიც ცოტა განსხვავებული იყო. ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, როგორ ყალიბდებოდა ეს აღქმები: ძირითად შემთხვევაში, მუშაობდა ლობიზმი, ლობისტური კომპანიები და კონტრაქტები, რომლებიც არაერთი იყო და პირდაპირ დეზინფორმაციას, საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის მიტანას ემსახურებოდა. დაახლოებით 4-5 წლის განმავლობაში, მე რაც მომიწია მუშაობა, არაერთი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით. ერთ-ერთს გამოვყოფ როგორც სამაგალითოს, იმიტომ, რომ ეს დოკუმენტები, სწორედ FARA-ს კანონის წყალობით, ხელმისაწვდომია, ღიაა და ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს მათ და ნახოს, რამდენად ართულებდა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა ლობიზმის საშუალებით, საელჩოს და სახელმწიფოს ფუნქციონირებას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მან ისაუბრა ერთ-ერთ გამორჩეულ კონტრაქტზე „ნაცმოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ ტექნოლოჯის“ შორის, სადაც ენმ-ის მხრიდან ხელმომწერი იმჟამად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და „ატლანტიკური საბჭოს“მკვლევარი, ბათუ ქუთელია აწერდა. ბაქრაძის თქმით, ამან უხერხულობა შექმნა და „ატლანტიკურ საბჭოს“ ბოდიშის მოხდაც კი მოუხდა.

„ერთ-ერთი გამორჩეული კონტრაქტი ამ თვალსაზრისით იყო ერთი მხრივ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ლობისტური კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ კონტრაქტი, გარკვეულწილად შეიძლება გახსოვდეთ, რადგან, საკმაოდ დიდი უხერხულობა შეიქმნა მაშინ, რადგან ენმ-ის მხრიდან ხელმომწერად მითითებული იყო ბათუ ქუთელია, რომელიც იმ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, იყო ამერიკის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი. ამ უხერხულობის გამო, ატლანტიკურმა საბჭომაც ბოდიში მოიხადა, მაგრამ, შინაარსს რომ დავუბრუნდეთ, ფარას საიტზე ატვირთულ მასალებში, პირდაპირ ჩანს, თარიღები, შეხვედრები და რაც მთავარია, საკითხები, რაზეც მიდიოდა გამზადებული ნარატივის მიტანა ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა