Uncategorized

მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მისი პატრონები უცხოეთში, ჯერ ცდილობდნენ ვიზალიბერალიზაციის მისაღები სიკეთე მძევლად ჩაეგდოთ ხელში 2015-16 წლებში და ახლა ცდილობენ მიღებული სიკეთის მძევლად ჩაგდებას იმავე ვიზალიბერალიზაციის სახით

ისედაც ვიცოდით, მაგრამ, ასეთი სურათი შეიქმნა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი პატრონები უცხოეთში, ჯერ ცდილობდნენ ვიზალიბერალიზაციის მისაღები სიკეთე მძევლად ჩაეგდოთ ხელში 2015-16 წლებში და შანტაჟის ენით ესაუბრათ საქართველოს ხელისუფლებისთვის. ახლა, ასევე ცდილობენ უკვე მიღებული სიკეთის მძევლად ჩაგდებას ხელში იმავე ვიზალიბერალიზაციის სახით და შანტაჟის ენით საუბარს საქართველოს ხელისუფლებასთან, – განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხის განხილვისას, კომისიის სხდომაზე.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას და მის უცხოელ პატრონებს ჯერ უვიზო რეჟიმის დაწესების დროს ჰქონდათ გარკვეული დათქმები და შანტაჟის ენით ესაუბრებოდნენ ხელისუფლებას, ახლა კი, უკვე მიღებული სიკეთის შანტაჟის იარაღად გამოყენება სურთ.

„ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ მძევლად მაქვს ჩაგდებული შენი საზოგადოების სიკეთე, ამ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაცია. ჯერ [უვიზო რეჟიმის] მიცემის დროს, მივცემთ თუ არა შენს საზოგადოებას, შენთვის ხომ მნიშვნელოვანია, ამიტომ, ან რუსთავი 2-თან დაკავშირებული საკითხი გააჩერე – მაშინ ეს იყო მოთხოვნა და დღეს, კარგად ვიცით, რომ ასევე უნდათ, უკვე მიღებული სიკეთე ჩაიგდონ მძევლად ხელში, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია და საქართველოს ხელისუფლებას იმავე შანტაჟის ენით ესაუბრებიან, რომ თუ გინდა, ეს სიკეთე შენმა საზოგადოებამ არ დაკარგოს, ამ შემთხვევაში, ან გადადექი, ან მეორე ფრონტი გახსენი და ა.შ.“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა