Uncategorized

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დღეს გააგრძელებს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. კომისია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხს განიხილავს, ამასთან პაატა ქარდავას სიცოცხლის უფლების დარღვევის, ასევე 2003-2012 წლებში საკუთრების უფლების შელახვის ფაქტებს.

სხდომაზე მოწვეულნი არიან ქრისტინე ქარდავა, ელისო სართანია, ვაჟა მანია, თორნიკე ნიორაძე, ვალტერ შაკაია და ასევე მოხდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის ჩართვა.

როგორც ცნობილია, სხდომაზე განხილული იქნება სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხიც, რაზეც პარლამენტში გიორგი გახარია ხელმეორედაა დაბარებული. გახარიას პარტია კი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მათი ლიდერი საქართველოში არ იმყოფება და კომისიაზე ონლაინ რეჟიმში დისტანციური ჩართვის მზაობას გამოთქვამს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ რომ გახარია მის მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხს თავს არიდებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა