პოლიტიკა

ჩვენს მეგობრებს ციხეში დავუმტკიცებ, რომ თბილისის დაბრუნება შეგვიძლია თუ ყველა გამოვალთ – ახლა სახლში ჯდომა, ხელების და ყურების ჩამოყრა დანაშაულია… ეს უნდა ივანიშვილს” – მამუკა ხაზარაძე

თბი­ლი­სის დაბ­რუ­ნე­ბა შეგ­ვიძ­ლია ჩვენ, თუ ყვე­ლა გა­მო­ვალთ! ეს აზრი მაქვს და ჩვენს მე­გობ­რებს ცი­ხე­ში, ზუ­რას, ნი­კას და ნი­კას და­ვუმ­ტკი­ცებ, რომ ეს არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზა – ამის შე­სა­ხებ „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, მას შემ­დეგ რაც მო­სა­მარ­თლემ მას პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის გამო 8 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დე­მონ­ტა­ჟი და დე­ო­კუ­პა­ცია უნდა და­ი­წყოს თბი­ლი­სი­დან!

“მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას, სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­ა­კე­თეთ! თბი­ლი­სის დაბ­რუ­ნე­ბა შეგ­ვიძ­ლია ჩვენ, თუ ყვე­ლა გა­მო­ვალთ! ყვე­ლა პარ­ტი­ის ყვე­ლა ლი­დე­რი არის ცი­ხე­ში. ჩვენ გვაქვს დღეს იმის იმე­დი, რომ საპ­რო­ტეს­ტო ძალა, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს თბი­ლის­ში და რამ­დე­ნი­მე დიდ ქა­ლაქ­ში და­ი­რაზ­მე­ბა და ამათ გავ­ყრით, დე­მონ­ტა­ჟი დე­ო­კუ­პა­ცია უნდა და­ი­წყოს თბი­ლი­სი­დან! ეს აზრი მქონ­და, ეს აზრი მაქვს და ჩვენს მე­გობ­რებს ცი­ხე­ში და­ვუმ­ტკი­ცებ, რომ ეს არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზა – ზუ­რა­საც [ჯა­ფა­რი­ძე­საც], ნი­კა­საც [მე­ლი­ას] და ნი­კა­საც [გვა­რა­მი­ას]. ახლა სახ­ლში ჯდო­მა, ხე­ლე­ბი­სა და ყუ­რე­ბის ჩა­მოყ­რა არის და­ნა­შა­უ­ლი. ეს უნდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს! ამის უფ­ლე­ბა არ უნდა მივ­ცეთ! თბი­ლი­სი უნდა და­ვიბ­რუ­ნოთ! დავ­შა­ლოთ რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი და ამას გა­ვა­კე­თებთ აუ­ცი­ლებ­ლად! ბი­ძი­ნა ვი­საც შე­ა­ში­ნებს, იმის დედა ვა­ტი­რე მე!“- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „ლელო ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე სა­სა­მარ­თლომ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

მო­სა­მარ­თლე ზვი­ად შა­რა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას 8 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ამას­თან, აეკ­რძა­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა 2 წლის ვა­დით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა