Uncategorized

„ხალხის ძალა“: ევროკავშირის დაფინანსების ძირითადი ნაწილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოდიოდა – იმ ადამიანებზე, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ და ნებისმიერ ფასად, ხელისუფლების დამხობის დავალება აქვთ მიღებული

x

„ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომ პაველ ჰერჩინსკიმ კარგად იცის, თუ რამდენად მკაცრია ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა სამართალდამცავთა წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მაგრამ ის პირდაპირ, თუ ირიბად, მაინც აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელსა და მათე დევიძეს თავისუფლება უკანონოდ აქვთ აღკვეთილი.

„პაველ ჰერნჩინსკის ინტერვიუს რომ დავუბრუნდეთ, პირდაპირ თუ ირიბად, მან არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, თითქოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულ მათე დევიძეს და სამართალდამცავის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაკავებულ მზია ამაღლობელს თავისუფლება უკანონოდ აქვთ აღკვეთილი. რა თქმა უნდა, ეს მტკნარი სიცრუეა, რაც მან კარგად იცის, ისევე, როგორც ის, თუ რამდენად მკაცრია, მათ შორის, ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა სამართალდამცავთა წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში და რა ტიპის პასუხისგება ახლავს ამგვარ ქმედებას თან“, – ვკითხულობთ „ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

წერილში ვკითხულობთ, რომ პაველ ჰერჩინსკი ტყუის მაშინაც, როდესაც ცდილობს ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს ევროკავშირის დაფინანსების ლომის წილი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და სახელმწიფოს პირდაპირ დახმარებაზე მოდიოდა, მაშინ როცა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მათი დაფინანსებები მხოლოდ ე.წ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცემოდათ, რომლებიც მათი ინტერესების გამტარნი არიან.

„პაველ ჰერჩინსკი ტყუის მაშინაც, როდესაც ცდილობს ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს ევროკავშირის დაფინანსების ლომის წილი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და სახელმწიფოს პირდაპირ დახმარებაზე მოდიოდა მაშინ, როდესაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის და წევრი ქვეყნების დაფინანსების ძირითადი ნაწილი მათი ინტერესების გამტარი, მათდამი ლოიალურად განწყობილი ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების დაფინანსებაზე მოდიოდა, სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ და ნებისმიერ ფასად, ხელისუფლების დამხობის დავალება აქვთ მიღებული.

სწორედ ამიტომ წუხს ბატონი ჰერჩინსკი ხელისუფლების მიერ მიღებული გამჭვირვალობისა და „FARA“-ს კანონების გამო, რადგან ეს სამართლებრივი მექანიზმები მათთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია მუდმივად, ფარულად აფინანსონ მათი პოლიტიკური ინტერესების გამტარი ორგანიზაციები და სუბიექტები“-ვკითხულობთ წერილში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა