Uncategorized

მეცნიერებმა ახალგაზრდა ვარსკვლავის ორბიტაზე ალკოჰოლი აღმოაჩინეს

ასტროონომებმა ახალგაზრდა ვარსკვლავის ორბიტაზე ალკოჰოლი აღმოაჩინეს. მეთანოლი და მისი იზოტოპები აღმოაჩინეს გაზებში, რომლებიც ვარსკვლავს HD 100453 აკრავს გარს. ეს ვარსკვლავი დედამიწიდან დაახლოებით 330 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მეცნიერების განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი ახალგაზრდა ვარსკვლავის დისკოში მეთანოლის იზოტოპები დაფიქსირდა.

სპეციალისტების შეფასებით, ეს აღმოჩენა შესაძლოა დაეხმაროს მათ, გაარკვიონ, როგორ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე.

მეთანოლი სიცოცხლისტვის აუცილებელი ორგანული ნაერთების – მაგალითად, ამინომჟავების – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მანამდე მკვლევრებს უკვე ჰქონდათ აღმოჩენილი მეთანოლი სხვა ვარსკვლავური დისკოების გარშემო, მაგრამ მისი იშვიათი იზოტოპები – არა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა