უცხოური მედია

Politico- უნგრეთში ჩატარებული არჩევნები დონალდ ტრამპის მარცხია

Politico-ს სტატიის მიხედვით, უნგრეთში ჩატარებული არჩევნები დონალდ ტრამპისთვის წარუმატებლობა აღმოჩნდა, თუმცა პეტერ მაგიარის კამპანია საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს ამერიკელი დემოკრატებისთვისაც.

გამოცემის მიხედვით, მადიარი შედის „წარმატებული ამბოხებულების“ კლუბში — ესენი არიან რეფორმატორი პოლიტიკოსები, რომლებიც ხელისუფლებაში „დაბალი ფენებიდან“ მოვიდნენ, შეცვალეს თავიანთი ქვეყნების პოლიტიკური სისტემები და ჩაანაცვლეს ძველი, ძირგამომპალი ლიდერები.

მაგალითებად მოყვანილია სხვადასხვა ტიპის ლიდერები: საფრანგეთში მაკრონიდან და არგენტინაში ხავიერ მილეიდან დაწყებული, კანადაში მარკ კარნიითა და სამხრეთ კორეაში ლი ჩჟე მიონით დამთავრებული.

Politico აზუსტებს, რომ მსგავსი ფორმაციის პოლიტიკოსები, რომლებიც მზად არიან მოიპოვონ ძველი ელიტებით უკმაყოფილო ამომრჩევლის ნდობა, შესაძლოა აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაშიც გამოჩნდნენ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა