ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ჰოლოკოსტის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში ევროპა მკაცრად გააკრიტიკა და „ღრმა მორალური სისუსტით შეპყრობილი” უწოდა.
როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ევროპას ჰოლოკოსტის შემდეგ ბევრი რამ დაავიწყდა, განსაკუთრებით კი, სიკეთესა და ბოროტებას შორის მკვეთრი განსხვავება. შესაბამისად, მისი თქმით, ევროპა საკუთარ იდენტობაზე, ღირებულებებსა და ცივილიზაციის ბარბაროსობისგან დაცვის ვალდებულებაზე კონტროლს კარგავს.
„ჩვენ ვიცავთ ევროპას. ევროპას, რომელმაც ჰოლოკოსტის შემდეგ ამდენი რამ დაავიწყდა. მას ჩვენგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია, განსაკუთრებით ყველაზე მნიშვნელოვანი – სიკეთესა და ბოროტებას შორის მკვეთრი განსხვავება, რაც სიმართლის მომენტებში მოითხოვს ომში სიკეთის, სიცოცხლის გულისთვის წასვლას. ევროპა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიფიცა, რომ დაიცავდა იმას, რაც სიკეთეა, ახლა ღრმა მორალური სისუსტით არის შეპყრობილი. ევროპა კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობაზე, ღირებულებებზე და ცივილიზაციის ბარბაროსობისგან დაცვის ვალდებულებაზე. მაგრამ ისრაელი არ ივიწყებს ამ მარადიულ ვალდებულებას.“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.











