პოლიტიკა

კოლუმბია ესკობარის „კოკაინის ბეჰემოტების“ განადგურებას იწყებს

კოლუმბიის ხელისუფლებამ ათობით გარეული ბეჰემოთის დახვრეტის გეგმა დაამტკიცა, იტყობინება CBS News. სამხრეთ ამერიკაში ამ ცხოველების გამოჩენა ნარკობარონ პაბლო ესკობარს უკავშირდება, რომელმაც 1980-იან წლებში ოთხი ინდივიდი თავის გიგანტურ რანჩოზე, ასიენდა ნაპოლესში ჩაიყვანა. მას შემდეგ მათი რაოდენობა 170-მდე გაიზარდა.

ბეჰემოტები მდინარე მაგდალენას ხეობაში თავისუფლად დადიან, , აშინებენ ადგილობრივებს და საფრთხეს უქმნიან ენდემურ სახეობებს. კოლუმბიის გარემოს დაცვის მინისტრმა ირენე ველესმა განმარტა, რომ სტერილიზაცია და ზოოპარკებში გადაყვანა ძვირი და არაეფექტური აღმოჩნდა, ხოლო მათი საზღვარგარეთ დეპორტაცია 3,5 მილიონ დოლარამდე დაჯდებოდა.

ვითარებას ისიც ართულებს, რომ კოლუმბიაში ბეჰემოტებს ბუნებრივი მტერი არ ჰყავთ. ისინი უკონტროლოდ მრავლდებიან, მოიხმარენ დიდი რაოდენობით მცენარეულობას და აბინძურებენ მდინარეებს, რაც საფრთხეს უქმნის თევზებს, ლამანტინებს, წავებსა და კუებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა