ირანის უმაღლესმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ, ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, პირველად მიმართა ირანელ ხალხს. მან მოსახლეობა ისრაელსა და ამერიკაზე გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ „ისლამურმა რესპუბლიკამ“ ამერიკას სილა გააწნა.
ჰამენეიმ განაცხადა, რომ ამერიკელებმა ვერ შეძლეს ბირთვულ ობიექტებზე დარტყმით მიზნის მიღწევა. ამასთან, იგივეს ამტკიცებს გამოცემები СNN და The New York Times. ამერიკის დაზვერვაზე დაყრდნობით, გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-მ ირანის ბირთვული პროგრამის შენელება შეძლო და არა განადგურება.
დონალდ ტრამპმა აღნიშნულ პუბლიკაციებს ფეიკი უწოდა. Axios იუწყება, რომ დაზვერვის ანგარიშების გაჟონვის შემდეგ, თეთრი სახლი აპირებს კონგრესთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შეზღუდვას.
Facebook Comments Box