სამართალი

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელია დაკავებული 

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელია დაკავებული. ინფორმაციას BM.GE-ის შინაგან საქმეთა სამინისტროze დაყრდნობით ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძის ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრის ფაქტზე, შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ერთი პირი სსკ-ის 238-ე მუხლით არის დაკავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ,სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. ახვლედიანი ამჟამად საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვაზე ჰყავთ. თორნიკე რიჟვაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელად ალექსი ახვლედიანი 2023 წლის 22 მაისს დაინიშნა.

მას დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო-ეკონომიკური ფაკულტეტი და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. მისი შრომითი გამოცდილება საკმაოდ მრავალმხრივია – სხვადასხვა წლებში მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი დირექტორი არის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

სსკ-ის 238-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, გლუვლულიანი სანადირო თოფის) დაუდევრად შენახვას ითვალისწინებს, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თანამდებობიდან 2025 წლის აპრილში გადადგა. მან ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, სადაც აღნიშნული იყო, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. ის აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა. მან პოსტში ბიძინა ივანიშვილს და “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” ჯარისკაცად რჩება.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა