Uncategorized

მიხეილ სარჯველაძე: თორნიკე რიჟვაძეს ერთი ჭრილობა აქვს და საბედნიეროდ მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც თორნიკე რიჟვაძე გადაიყვანეს, ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ რიჟვაძეს ერთი ჭრილობა აქვს, მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია.

„გვიან ღამით შეიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში ბატონი თორნიკე. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული. ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული, შესაბამისად, ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები, ქირურგიული ოპერაცია იქვე, ადგილზე. ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდა საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ საჭირო პარამეტრები აღდგენილიყო. ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ვინაიდან მძიმე ტრავმები აქვს. ყველაფერი უკეთდება, რაც საჭიროა სიცოცხლის გადარჩენისთვის. ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის. ერთი ჭრილობა აქვს და საბედნიეროდ მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა