ხელოვნება და კულტურა

ნიუ-იორკში  გამართულ შტამბეჭდავ ივენთზე  კულტურისა და ბიზნესის ქართველმა  წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა

ნიუ-იორკი, 24 ივნისი, 2025 წელი

 ნიუ-იორკის პრესტიჟულ სივრცე Club WISE-ში  განსაკუთრებული კულტურულ-ბიზნეს ივენთი გაიმართა, სადაც კომპანია — Georgia Production Inc-მა პრეზენტაცია მოაწყო. კომპანიის  დამფუძნებლები არიან ქართველი დიზაინერები — ბუგა ოსიძე და ნინო ექსეულიძე, რომლებსაც ამ სფეროში  მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, თუმცა  ამერიკული მოდის სივრცეში თავიანთი შემოქმედება ახალ ეტაპზე გადაიყვანეს.

კომპანიის პრეზენტაცია ღონისძიების პირველ ნაწილში გაიმართა, წარმოდგენილი იყო  დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსის ჩვენება. კოლექციამ დამსწრე საზოგადოების  დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი და უცხოელი სტუმრები, მათ შორის ცნობილი ფიგურები მოდის სფეროდან — დიზაინერები, სტილისტები და მედიის წარმომადგენლები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დიდ ინტერესზე, რომელიც Georgia Production Inc.-ის მიმართ არსებობს პროფესიულ წრეებში.

ივენთის მეორე ნაწილში, ქართულ-ამერიკულმა ბიზნეს ასოციაცია (GABA)-მ წარადგინა ახალი წევრები, ხოლო ასოციაციის აქტიურ წევრებს გადასცა სერთიფიკატები.

ღონისძიების ორგანიზატორები პერსონალურ მადლობას უხდიან დიმიტრი ჩხეიძეს. ასევე  სოფო გვარამიას, რომელიც ზრუნავდა მოდელების მეიქაფზე.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ საქართველოდან სპეციალურად მიწვეული შემსრულებლები — ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე, რომლებმაც საღამოს მელოდიური და ემოციური განწყობა შესძინეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა