კომპანია Coca-Cola ამერიკის ბაზრისთვის წარმოებული სასმელების შემადგენლობის შეცვლაზე დათანხმდა. ინფორმაცია საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაავრცელა.
მისი განმარტებით, კომპანიასთან მოლაპარაკების საკითხს სასმელებში ნამდვილი შაქრის ლერწმის გამოყენება იყო.
„ეს მათი მხრიდან ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება. აი ნახავთ, ეს უბრალოდ უკეთესია“, -დაწერა პრეზიდენტმა და კომპანიის ხელმძღვანელობას ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერ მოძრაობასთან არის დაკავშირებული, რომელსაც აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი რობერტ კენედი უმცროსი ემხრობა. მან არაერთხელ გააკრიტიკა ამერიკელებში შაქრის ჭარბი მოხმარება და განაცხადა, რომ მალე განახლებული დიეტური რეკომენდაციები გამოქვეყნდება.
ამჟამად, Coca-Cola-ს ამერიკული ვერსიის წარმოებისას სიმინდის სიროფი გამოიყენება, რომელიც ფრუქტოზის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. მაშინ როცა, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში კომპანია სასმელებში შაქრის ლერწმის დამატებას ანიჭებს უპირატესობას.