Uncategorized

ნინო ფოჩხუა: ოპოზიცია და მათზე მომუშავე მედია ერთ ხმაში აიგნორებს „ქართული ოცნების“ მიერ „დიფ სთეითზე“ გაკეთებულ განცხადებებს, დარწმუნებული ვარ არც ტულსი გაბარდის უკანასკნელ განცხადებას გაანიუსებს, ეს ხომ მათ გეგმებში არ შედის

ტულსი გაბარდის განცხადებას, „დიფ სთეითის“ მხილებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა პემიერ-მინისტრი, მადლობა გადაუხადა მას, უსურვა ტრამპის ხელისუფლებას და ამერიკელ ხალხს „ომის პარტიაზე“ გამარჯვება – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში და აღნიშნავს რომ, დესტრუქციული ოპოზიცია და მათზე მომუშავე მედია ერთ ხმაში აიგნორებს „ქართული ოცნების“ მიერ „დიფ სთეითზე“ გაკეთებულ განცხადებებს.


მისი თქმით, „დიფ სთეითისგან“ და მისი მარიონეტებისგან, რომლებიც მრავლად არიან როგორც ევროპარლამენტში, ასევე ჩვენს ოპოზიციაში, პრორუსული იარლიყის მიწებება ჩვენი ხელისუფლებისთვის ისევე არახალია, როგორც ტრამპის ხელისუფლებისთვის, რასაც იყენებენ მთავრობის და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის. გამორიცხულია ბიძინა ივანიშვილმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ უღალატოს ეროვნულ კურსს და შეასრულოს გარედან მიღებული დავალებები.

„ტულსი გაბარდის განცხადებას, „დიფ სთეითის“ მხილებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა პემიერ-მინისტრი, მადლობა გადაუხადა მას, უსურვა ტრამპის ხელისუფლებას და ამერიკელ ხალხს „ომის პარტიაზე“ გამარჯვება.

ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია და მათზე მომუშავე მედია ერთ ხმაში აიგნორებს „ქართული ოცნების“ მიერ „დიფ სთეითზე“ გაკეთებულ განცხადებებს, დარწმუნებული ვარ არც ტულსი გაბარდის უკანასკნელ განცხადებას გაანიუსებს, ეს ხომ მათ გეგმებში არ შედის, ისინი ხომ პირდაპირი შემსრულებლები არიან „ომის პარტიის“ ბრძანებების, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.

„დიფ სთეითისგან“ და მისი მარიონეტებისგან, რომლებიც მრავლად არიან როგორც ევროპარლამენტში, ასევე ჩვენს ოპოზიციაში, პრორუსული იარლიყის მიწებება ჩვენი ხელისუფლებისთვის ისევე არახალია, როგორც ტრამპის ხელისუფლებისთვის, რასაც იყენებენ მთავრობის და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის. ამის მაგალითია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებული მძლავრი პროპაგანდის მანქანა, მის პრორუსულობასთან დაკავშირებით, მაგრამ ტულსი გაბარდმა პასუხი გასცა ამ ცრუ ბრალდებას თავისი ბოლო განცხადებით, რისთვისაც მას მადლობა ქართველი ხალხისგან.

გამორიცხულია ბიძინა ივანიშვილმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ უღალატოს ეროვნულ კურსს და შეასრულოს გარედან მიღებული დავალებები“, – წერს ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა