გებელსისეული პროპაგანდის არსი – დააბრალე რაც გინდა, მთავარია დაბრალებულის ბევრჯერ გამეორება აგენტურის მიერ!, – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.
მდინარაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ სხვადასხვა დროს, ოპოზიციის ლიდერები „ქართულ ოცნებას“ პრორუსულობაში სდებენ ბრალს.
„ამ სიბინძურეს „დიფ სთეითი“ აორგანიზებს – ამას არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აშშ ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ამბობს…
რუსული, რუსულმა, რუსულს… ამასობაში აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა “რუსული” იქცა. პატრონებმა მისი თქმა რომ აუკრძალონ, ფუნქციას კარგავენ“, – წერს მამუკა მდინარაძე.
Facebook Comments Box