პოსტები სოციალური ქსელიდან

ლევან ნიკოლეიშვილი: აშშ-ის ლიდერთან ფონ დერ ლაინის მოლაპარაკება ძალიან სუსტი აღმოჩნდა. ევროკავშირის ბიუროკრატია იმდენ მანიპულაციებში და კორუფციაშია ჩაფლული, რომ აშშ-ევროკავშირის შეთანხმების ასეთი შედეგები სავარაუდოც გახლდათ

ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება შედგა, საიდანაც ირკვევა, რომ აშშ-ს ტარიფი ევროპულ საქონელზე 15% იქნება, ევროკავშირმა შეერთებული შტატებისგან 750 მილიარდი დოლარის საფასურის ენერგორესურსების შეყიდვის გარდა, ამერიკაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებაც უნდა მოხდინოს. ურსულა ფონ დერ ლაიენისა და დონალდ ტრამპის ამ შეთანხმებას, უკვე მოჰყვა კრიტიკა ევროპელი ლიდერების მხრიდან, ზოგმა მას კატასტროფულიც კი უწოდა, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ფონ დერ ლაიენი, ტრამპთან ძალზე სუსტი და დამთმობი აღმოჩნდა, ვინაიდან, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში აშშ-ზე დამოკიდებულ ევროკავშირს, ეკონომიკურ და ენერგოპოლიტიკასაც აშშ კარნახობს.

„ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება შედგა, საიდანაც ირკვევა, რომ აშშ-ს ტარიფი ევროპულ საქონელზე 15% იქნება, ევროკავშირმა შეერთებული შტატებისგან 750 მილიარდი დოლარის საფასურის ენერგორესურსების შეყიდვის გარდა, ამერიკაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებაც უნდა მოხდინოს. ურსულა ფონ დერ ლაიენისა და დონალდ ტრამპის ამ შეთანხმებას, უკვე მოჰყვა კრიტიკა ევროპელი ლიდერების მხრიდან, ზოგმა მას კატასტროფულიც კი უწოდა, ფაქტია, რომ აშშ-ის ლიდერთან ურსულა ფონ დერ ლაინის მოლაპარაკება ძალიან სუსტი და დამთმობი აღმოჩნდა. ასეა, როცა საკუთარ უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე სხვაზე ხარ დამოკიდებული, ამ შემთხვევაში კი ეკონომიკურ და ენერგოპოლიტიკასაც ის სხვა გკარნახობს და გისაზღვრავს. არც იმის არ აღნიშვნა იქნება უადგილო, ევროკავშირის ბიუროკრატია, თავის უხერხემლო, მეტიჩარა ლიდერების ხელმძღვანელობით, იმდენ სხვადასხვა სახის მანიპულაციებში, კორუფციას და მიკერძოებულ საქმეებშია ჩაფლული, რომ აშშ-ევროკავშირის შეთანხმების ასეთი შედეგები სავარუდოც გახლდათ“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა