პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი – სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას

სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას და მილიონ-ნახევარ მგლოვიარეს – არა? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი სამძიმრის ღირსიც კი არ გახადეს.

„დროის ნაკლებობა გამორიცხეთ. ე.წ. მათი პოლიტპატიმარი ვერ დააცემინებს, იქიდან „ჯანმრთელობა“ ან „კარგად იყავი“ რომ არ მიაძახონ. იმის დროს თუ პოულობენ, ახლა, მით უმეტეს, უნდა ეპოვათ. ეს იყო პასუხი იმ მილიონ-ნახევარი ადამიანისთვის, რომლებიც ქუჩაში თვალცრემლიანი იდგნენ და რომლებიც ვერ ეღირსნენ თუნდაც ფორმალურად, პრაგმატული მოსაზრების ან თუნდაც მოსატყუებლად მაინც, ერთი სამძიმრის სიტყვა გამოეგზავნათ. სად იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის სამძიმარი? სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას და მილიონ-ნახევარ მგლოვიარეს – არა? იმ მილიონ-ნახევარს, რომელიც ქუჩაში იდგა, თორემ, დარწმუნებული ვარ, ვინც ვერ შეძლო, კიდევ მილიონობით სახლში იყო თვალცრემლიანი და პატრიარქს ტიროდა. სამმილიონ-ნახევრიან ერს სამძიმრის წერილიც კი არ გამოუგზავნეს. ეს არის მათი ფასეულობა და მიდგომა. ეს ხალხი სამძიმრის ღირსიც კი არ გახადეს. ამბობდნენ, ჩვენ ხელისუფლება არ მოგვწონს, თორემ ქართველი ხალხის მეგობრები ვართო, და მათ ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით? ქართველ ხალხს რატომ ემუქრებიან, თუ რაიმე უნდათ, პოლიტიკოსებთან, ჩვენთან გაარკვიონ, ჩვენ გვიპასუხონ და ჩვენ დაგვსაჯონ, ამას ავიტანთ. ქართველ ხალხს რომ ატყუებენ, თქვენი მეგობრები ვართო და თან სანქციებით ემუქრებიან, ეს თვალთმქაცობაა და ეს თავად დაადასტურეს, ქართველი ხალხი სამძიმრის ღირსიც კი არ გახადეს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.