Uncategorized

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოკავშირეა, მაგრამ ბუნებრივია, რომ ასეთ მოკავშირესაც არ ჰქონდა სურვილი ომში ჩართვის – მცდელობა იმისა, რომ ომის ფრონტი გაფართოებულიყო, არსებობდა

პოლონეთი ერთ-ერთი აქტიური მოკავშირე იყო და არის უკრაინისა, მაგრამ ბუნებრივია, რომ ერთ-ერთ ასეთ ყველაზე უფრო აქტიურ მოკავშირესაც არანაირი სურვილი არ ჰქონდა რეალურად ამ ომში ჩართვის, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ანდჟეი დუდას განცხადებას, რომ უკრაინა პოლონეთის ომში ჩათრევას აპირებდა.

„მაგრამ მცდელობა იმისა, რომ ამ ომის ცეცხლი და ფრონტი გაფართოებულიყო და მოდებოდა სხვადასხვა ქვეყანას, არსებობდა. ის, რისთვისაც ჩვენ, ქართველები ფაქტობრივად ამხელა წნეხის ქვეშ გვამყოფეს, რადგან არ გვინდოდა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ პროქსი ომში ჩათრეულიყო, ეს დღეს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებმაც დაადასტურა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბოგდან რიმანოვსკისთან ინტერვიუში განაცხადა:

„უკრაინა რუსეთთან კონფლიქტში პოლონეთის ჩათრევას ცდილობდა – თავიდანვე ცდილობდნენ ომში ყველას ჩათრევას, ეს აშკარაა“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა