“ეს იყო მუხანათური, მამაძაღლური და ჩათლახური გადაწყვეტილება “ქართული ოცნებისგან” – ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთავის ციხესთან განაცხადა.
“ლელოს” ლიდრები ნომერ მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებასთან მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების აქტი გამოსცა.
როგორც ელისაშვილმა “პირველების” პირდაპირ ეთერში განაცხადა, მიუხედავად “ოცნების” “მუხანათური” ჩანაფიქრისა, პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს:
არჩევნებში რა თქმა უნდა, ვიღებთ მონაწილეობას და გავაგრძელებთ იმ ბრძოლას და ხალხის პრობლემებზე, რაზეც ვლაპარაკობთ, იმის მოგვარებას.
რა თქმა უნდა, ეს იყო მუხანათური, მამაძაღლური და ჩათლახური გადაწყვეტილება “ქართული ოცნებისგან”, რომ ვითომ ტალახი გვესროლონ, რომ აი, ესენი რახან არიან ახლა, ჩვენთან შეკრულები არიან. ეს ხომ ჩათლახობაა თავიდან ბოლომდე.
ძალიან მოულოდნელი იყო, დილით აბსოლუტურად სხვა საქმეზე მივდიოდით, ოფისში ძალიან სერიოზული შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი. რამდენიმე თვე იყვნენ ციხეში, ხმა არ ამოუღიათ, არ დაუწუწუნიათ და ისევე დარჩებოდნენ, არანაირი პრობლემა არ იყო ციხეში დარჩენა, მაგრამ ეს იყო რაღაც მანევრები “ქართული ოცნების” – განაცხადა ელისაშვილმა.
პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსახრებებსა და კრიტიკასაც პასუხობს და ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ და ტექნიკურად შეუძლებელია უკვე შეწყალებული პირები პენიტენციურ დაწესებულებაში დარჩნენ.
ახლა ვკითხულობდი ფეისბუქში, ზოგი რანაირია, არ გამოვიდნენო, უარი თქვნა შეწყალებაზეო. ასეთი რამ ტექნიკურად შეუძლებელია.
არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებთ და ზუსტად იმ არჩევნებში უნდა დავამტვრიოთ ცხვირ-პირი “ქართულ ოცნებას”. ორჯერ ორი ოთხია, რომ ჩვენს გასაბანებლად იწყალებენ მამუკას და ბადრის.
რა? ბადრიმ და მამუკამ დაწერეს შეწყალება? ფიზიკურად ვეღარ იზამენ, რადიატორზე ხომ არ მიებმებიან და იტყვიან: “არ გამოვალთო?”- დასძინა მან.