Uncategorized

“ოცნების” განცხადება კონკურენტულ არჩევნებზე დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან, არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდნენ – პეტრე ცისკარიშვილი 

“მე მივესალმები ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებას, ეს ჩვენ ადამიანურად ძალიან გვიხარია და რა თქმა უნდა, მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებით ციხეში გამოკეტილი, მაგრამ “ოცნების” მხრიდან მე ვირწმუნებდი იმ განცხადებას, სადაც ისინი გულისხმობენ, რომ არჩევნები თურმე კონკურენტულ გარემოში უნდა ტარდებოდეს, ჯერ ერთი ეს არანაირი არჩევნები არ არის და მეორეც, ეს განცხადება დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შარშან ამ დროს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ისინი შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ექნებოდა საშუალება, რომ სრულფასოვნად ჩართულიყო საპარლამენტო არჩევნების პროცესში და მაშინ ნამდვილად ვირწმუნებდი, რომ მათი პოლიტიკური ნება არის ის, რომ ნებისმიერ დონეზე ჩატარებული არჩევნები მიმდინარეობდეს კონკურენტულ გარემოში და არცერთი პარტიის პოლიტიკური ლიდერი თუ არცერთი მოძრაობის ლიდერი არ იყოს ციხეში,- აცხადებს „ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი.



Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა